აფხაზეთის ხელისუფლებამ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა 5 ოქტომბერს აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა დღესთან დაკავშირებით, ქ. თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.


იმავე დღეს, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა 1992 წელს გაგრის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შემაკეს.

 

ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ასევე დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

 

 

 

ბეჭდვა