ფრაქცია „მრგვალი მაგიდა– დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ პრესს– რელიზი

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „მრგვალი მაგიდა–დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით 2018 წლის 23 თებერვალს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“– გამოწვევები, შეფასებები, პრობლემები“.


კანონის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ვეფხია გვარამიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ.

 

აქტუალიზებული თემატიკის გარშემო დისკუსიაში მონაწილეობდნენ იურისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემატიკით დაინტერესებული საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზ. ხონელიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გ. ოდიშარია, საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობის „ახალგაზრდა რეფორმატორები“–ის ლიდერი ი.ღლონტი, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის მოადგილე გ. ფაცაცია, იმავე უწყების იურისტი კ. პეტრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების დროებითი კომისიის აპარატის უფროსის მოადგილე თ. ჭახრაკია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსი გ. თუმანიშვილი, საგარეო საქმეთა  მინისტრის მრჩეველი ნ. ჩალოევი.

 

მრგვალმა მაგიდამ განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც რეაგირებისთვის გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიებსა და დროებით კომისიას, განსახლებისა და ლტოლვილთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტროებს, საქართველოს ომბუდმენის აპარატს.

ბეჭდვა