ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ...“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად  ვართ..." გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.


გამოფენა გახსნა და საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეთნიკური აფხაზები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. ფოტოგამოფენა არის ერთგვარი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.

 

ბეჭდვა