23 მაისს, “აფხაზეთობა 2026”-ის კვირეული რუსთაველის
ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის
სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით,
მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარმოადგინა.
საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული
ხალხური ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სიმღერის სინთეზი, რომელზეც მოწვეული პროფესიონალი
ქორეოგრაფები და ლოტბარები მუშაობდნენ. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული
ნომრები.
გალა-კონცერტს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი
პირები და წევრები: ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი,
ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, გია გვაზავა, მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა,
თემურ მჟავია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გიორგი ვოსკი, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ
მებონია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 მაისი, აფხაზეთის დღე, 2014 წელს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
დაწესდა და ტრადიციულად, ყოველ წელს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.