27 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში 1992–1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს და აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ღვაწლმოსილი ექიმების  უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდოები — საპატიო სიგელ და მედალ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ გადასცა.

ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება 24 მარტს — ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მოიწვიეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რომლებსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვით ქვეყნისა და, კონკრეტულად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე.

„დღეს აქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ომის დროს იმყოფებოდნენ აფხაზეთში და იქ ოპერაციებს უკეთებდნენ დაჭრილ მეომრებს. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვით დევნილი მოსახლეობის გადარჩენაში“. - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ღონისძიებას ესწრებოდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ქირია, რომელმაც დაჯილდოებულების წარდგენისას თითოეულის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ისაუბრა.

დაჯილდოებულებს გულითადად მიესალმნენ უმაღლესი საბჭოს  ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. გამომსვლელებმა გაიხსენეს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა, დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი ზრუნვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და  აპარატის თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

მერაბ ჯაფარიძე - „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თორაკო-ქირურგი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

გია ხოსიაშვილი - „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

თეიმურაზ კანდელაკი - „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ზოგადი ქირურგი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ნინო ჭუმბურიძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხარისხის მართვის  სამსახურის უფროსი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

მარინა ჯანჯღავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვა-კოორდინაციის სამსახურის უფროსი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

მარინა კიკვიძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხარისხის მართვის  სამსახურის უფროსი სპეაციალისტი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

რუსუდან ასპინძელაშვილი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  რეფერალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

ნინო კვაჭაძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

თამარ ტოგონიძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

შორენა საბანაძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი რისკის მქონე ცენტრალური განყოფილების გამგე ფთიზიატრ-პულმონოლოგი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

მარინა ჯანელიძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის მაღალი რისკის მქონე  განყოფილების გამგე, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ქეთევან ბარბაქაძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი რისკის მქონე  განყოფილების გამგე, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ლალი კუპრეიშვილი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი რისკის მქონე  განყოფილების გამგე, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ლეილა გოგინაშვილი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული განყოფილების გამგე, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ლალი ცხადაძე - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

პაატა ალადაშვილი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  დირექტორის თანაშემწე შიდა კონტროლის საკითხებში, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

ზაზა ალიბეგაშვილი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის.

კახა ასათიანი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კარდიო-ქირურგი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

რევაზ ჟღენტი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისთვის.

თამაზ ჯიჯეიშვილი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ექიმი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ზაზა ავალიანი - ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისთვის.

უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდნენ:

შოთა გოგიშვილი - პროფესორი, „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი,  უმაღლესი პროფესიონალიზმის, გმირობისა და ადამიანური თავდადებისთვის, 1992–1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს საველე ჰოსპიტლებში გაწეული სამედიცინო დახმარებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სერგო ვაშაკიძე - პროფესორი, „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ქირურგიული სამსახურის კოორდინატორი,  უმაღლესი პროფესიონალიზმის, გმირობისა და ადამიანური თავდადებისთვის, 1992–1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს საველე ჰოსპიტლებში გაწეული სამედიცინო დახმარებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გია ლურსმანაშვილი - პროფესორი, „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თორაკო-ქირურგი, უმაღლესი პროფესიონალიზმის, გმირობისა და ადამიანური თავდადებისთვის, 1992–1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს საველე ჰოსპიტლებში გაწეული სამედიცინო დახმარებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სპარტაკ ასპინძელაშვილი - „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თორაკო-ქირურგი, უმაღლესი პროფესიონალიზმის, გმირობისა და ადამიანური თავდადებისთვის, 1992–1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს საველე ჰოსპიტლებში გაწეული სამედიცინო დახმარებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გალერეა

სხვა სიახლეები