სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის - “ჟამთააღმწერელი” მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს გაწეული შრომისათვის და სტუდენტებს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

კონფერენციის მონაწილეები ზურაბ ხონელიძემ, ჯემალ გამახარიამ, განათლების ფაკულტეტის დეკანმა თამარ სინჯიაშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა  მარინა ტურავამ დააჯილდოვეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წევრები და  სტუდენტები.

გალერეა

სხვა სიახლეები