23 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე აფხაზეთის ომის ვეტერანების უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა. ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა დაჯილდოებულებს, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისთვის და თითოეული დაჯილდოებულის დამსახურებაზე ისაუბრა.

დაჯილდოებულებს გულითადად მიესალმნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია. გამომსვლელებმა გაიხსენეს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა, აფხაზეთის საკითხებში გაწეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა, დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი ზრუნვა და მფარველობა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან საქმიანი თანამშრომლობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდნენ:

ანზორ მარგიანი - 1992-93 და 2008 წლებში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციების პერიოდში ბრძოლების მონაწილე, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი,  აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, პოლიციის გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ჯანდრი უბირია - 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, 2014-15 წლებში საქართველოს ვეტერანთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2015 წლიდან დღემდე სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ დირექტორის მოადგილე, აფხაზეთის ომში გამოჩენილი თავდადებისთვის, ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდა:

თეიმურაზ დარჯანია - 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ოცმეთაური,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომში გამოჩენილი თავდადებისთვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ნუგზარ გაგუა - 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, 24-ე ბრიგადის 246-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური, უფროსი ლეიტენანტი, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

გულივერ ძიძიგური - 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, 23-ე ბრიგადის მატერიალური უზრუნველყოფის ასეულის ქვედანაყოფის ზემდეგი, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.



გალერეა

სხვა სიახლეები