მიმდინარე წლის 8 ნოემბერს “გლობალური განათლების სამიტი
- პოლონეთი 2025“ ჩატარდა. ღონისძიება ქ. ლუბლინში, საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული
ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებით და მარია კიური-სკლოდოვსკას სახელობის ლუბლინის
უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
სამიტზე განიხილეს გლობალური განათლების განვითარების პერსპექტივები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, პოლონეთიდან,
თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან,
უნგრეთიდან.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური
ინტელექტის (AI) როლზე განათლების სფეროში, განიხილეს ციფრული განათლების მიწოდების
პერსპექტივები და რისკები. წარმოდგენილი მოხსენებებისა და სემინარების მეშვეობით მოხდა
დაგროვილი გამოცდილების და შეხედულებების გაცვლა.
სამიტზე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა
და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია: („დისტანციურ სწავლებაში
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება - მითი და რეალობა“). მან ვრცლად ისაუბრა დისტანციური
სწავლების შესაძლებლობების შესახებ, წარმოადგინა სწავლების მეთოდოლოგია. მოხსენების
ფარგლებში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც უკავშირდება
მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
მოხსენებებით ასევე წარსდგნენ სტუდენტები საქართველოდან
მარიამ ჯინჭარაძე და ანასტასია კობახიძე, რომლებიც ამავდროულად, ჩართული არიან ოკუპირებულ
ტერიტორიაზე დისტანციური სასწავლო რესურსის მომზადების პროცესში. მათ მიმოიხილეს გლობალური
განათლების საერთაშორისო პლატფორმის (Alert Knowledge Services) ფარგლებში მიმდინარე
პროექტები, რომელთა მეშვეობით მიეცათ საშუალება შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები
განათლებაში, ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციური სწავლების პრაქტიკა. მოხსენებებმა
დიდი ინტერესი გამოიწვიეს დამსწრეთა შორის.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები
და საპატიო ჯილდოები.