11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ორგანიზაცია “თაობა 21 საქართველოს” ორგანიზებით  “აფხაზეთი მე ვარ” ფილმის მე-7 ნაწილის პრემიერა გაიმართა. ფილმი ეძღვნებათ სხვადასხვა პროფესიებში წარმატებულ აფხაზეთიდან დევნილ  ადამიანებს, რომლებიც იხსენებენ აფხაზეთს და მათი თვალით დანახულ  ომის დროინდელ მოვლენებსა და ისტორიებს. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზაციის სახელით, საპატიო მშვიდობის ელჩის სიგელები გადაეცათ ადამიანებს, რომლებიც გვერდში უდგანან ორგანიზაციას და მხარს უჭერენ მათ ყველა იდეასა და წამოწყებას.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სალომე კაპანაძე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

გალერეა