მიმდინარე
წლის 12 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე,
ინტერპელაციის წესით, წერილობით დასმულ შეკითხვებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის მინისტრის ბექა რვაჩლიანის პასუხები მოისმინეს.
მინისტრმა
უმაღლესი საბჭოს წევრების - თამაზ ხუბუას, რუდიკ ცატავას, ვახტანგ ყოლბაიას, ნუგზარ
მგალობლიშვილის, ადა მარშანიას, ზურაბ ჯგუბურიას მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს
უპასუხა. კითხვები შეეხებოდა როგორც განათლების, ასევე კულტურის სფეროში გაწეულ საქმიანობას:
სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამა/ქვეპროგრამების დასაფინანსებლად რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობას, ოკუპირებული გალის რაიონის
სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ/ტექნიკური
პერსონალის დაფინანსებას, აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამას, სასკოლო ინფრასტრუქტურის
და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, წარმატებული ახალგაზრდცების მხარდაჭერას, აფხაზეთის
სპორტული თუ სახელოვნებო გაერთიანებების მხარდაჭერას და სხვა.
მინისტრის
მიერ გაჟღერებული ვრცელი ინფორმაციის შემდეგ, დეპუტატებმა რამდენიმე დამაზუსტებელი
შეკითხვაც დასვეს. გაკეთდა რეკომენდაციები და წინადადებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სხვადასხვა პროგრამების გათვალისწინებისა და საკუთრივ
განათლების სამინისტროს შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით. დისკუსიის დასასრულს
უმაღლესი საბჭოს წევრებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობას.
პლენარული
სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ
გამახარიამ. მან გაიზიარა კოლეგების შეფასებები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის
სამინისტროს, პირადად მინისტრის ბექა ღვაჩლიანის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად
შეაფასა.
სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა.