9 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ისტორიის დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ლია ახალაძის საჯარო მოხსენება - “აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლების ისტორიული და პალეოგრაფიული ანალიზი (ბოლო წლებში აღმოჩენილი წარწერების მიხედვით)” გაიმართა.

ნაშრომი ეხება ლიპიდარულ, ფრესკულ წარწერებს და ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებულ ეპიგრაფიკულ მასალებს.  ავტორი ამ წარწერებს განიხილავს არა მხოლოდ როგორც ტექსტებს, არამედ როგორც ისტორიულ წყაროებს, რომლებიც გვაწვდიან ცნობებს პოლიტიკური, კულტურული, საეკლესიო და სოციალური  ასპექტების შესახებ.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ვახტანგ ყოლბაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, მეცნიერებათა აკადემიის წევრები,  საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგებლები, ქართველი  ისტორიკოსები, მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები