Ошибка
სხდომა უმაღლეს საბჭოში

 

2018 წლის 3 ოქტომბერს ჩატარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების „მრგვალი მაგიდა- დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ გაფართოებული სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საკითხი: „სსიპ-ის „სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი“-ს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო შპს-ში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ“.

 

სპეციფიკიდან გამომდინარე, საკითხის განსახილველად მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი მურმან ფარფალია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და თბილისში არსებული სამედიცინო შპს-ბის ხელმძღვანელები ირაკლი აბაშიძე და ლამზირა ზოდელავა, სხდომას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს  დეპარტამენტების წარმომადგენლები.

უმაღლესი საბჭოს ფრაქციების გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ჩატარდეს დამატებითი ღონისძიებები აქტუალიზებული თემის გარშემო არსებული ცალკეული გარემოებების დასაზუსტებლად.

 

ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა რეკომენდაციები.

Печать