უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის აკაკი გასვიანის ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.




პრეზიდიუმის სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელზე წარსადგენად შემოსული წინადადებების თაობაზე კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი.


პრეზიდიუმის წევრებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგის მესამე საკითხს -  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

პრეზიდიუმის სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ  უმაღლესი საბჭოს სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების განსახილველად და აღნიშნული საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად მიმართა.

Печать