აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჟიული შარტავას საზოგადოების კრება გაიმართა

3 ივლისს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საზოგადოების - „ეროვნული ერთიანობის ცენტრის“ დამფუძნებელი კრება, რომელმაც განიხლა საზოგადოების უახლოესი პერსექტიული გეგმები.

 

საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ზურაბ ჯიბლაძემ - საზოგადოების წევრებს მოახსენა ინფორმაცია უახლოესი გეგმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული გმირის ჟ.შარტავას ძეგლის დადგმას ქ.თბილისში, სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციებს საქართველოს პარლამენტში ჟ.შარტავას სახ. დარბაზში, ჟ.შარტავას სახ. მწვერვალზე საერთაშორისო ალპინიადის გამართვას.

საზოგადოების კრებამ საზოგადოების თავმჯდომარედ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბატონი ვახტანგ ყოლბაია აირჩია.

 

 

Печать