Ошибка
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
თამაზ ხუბუა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის კოლექტივს შეხვდა

2019 წლის 20 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ გასვლითი შეხვედრები ჩაატარა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის კოლექტივთან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარ მრჩეველთან რ. საჯაიასთან, აფხაზეთის ომის ვეტერანებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან და სპეციალურ რწმუნებულთან.



შეხვედრებზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რეგიონში დევნილი მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალური დაცულობის სფეროში არსებული პრობლემები. ბატონმა თ. ხუბუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო უმაღლესი საბჭოს ამ რეგიონთან მიმართებაში შემუშავებული სამოქმედო პროგრამის მნიშვნელოვანი დეტალები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების ყოფის ცალკეულ საკითხებს, ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს ინოვაციური მიდგომების მახასიათებლების შეფასებებს.

 

დაიგეგმა უახლოეს მომავალში შემდეგი შეხვედრები და გაიწერა მათი რეგლამენტიც, ბატონ თამაზ ხუბუას მხრიდან კი თითოეული უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს დაპირება იმის თაობაზე, რომ კომუნიკაცია უფრო და უფრო გააქტიურდება უმაღლესი საბჭოსგან ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში არსებულ ყველა სტრუქტურასა და ორგანიზაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რომელებიც მუშაობენ აფხაზეთის და დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკაზე.

 

თ. ხუბუას გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწემ მ. ჯახაიამ.


































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions