ხვალ ჟიული შარტავას სახელობის ალპინიადა იწყება


21 სექტემბერს იწყება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა -2019.
ალპინისტები ხვალ ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში დაბანაკდებიან.

 

ალპინიადის ინიციატორი და ორგანიზატორი არის ჟიული შარტავას საზოგადოება-ეროვნული ერთიანობის ცენტრი. მხარდამჭერი კი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ეროვნული აკადემია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.

ჟიული შარტავას საზოგადოება-ეროვნული ერთიანობის ცენტრის თავმჯდომარის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, ალპინიადის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც სპორტული, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა საინტერესო ციკლი, რომელშიც მონაწილეობას ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც მიიღებენ.

საგულისხმოა და ნიშანდობლივი, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა მშვიდობისათვის, აფხაზთა და ქართველთა შერიგებისა და ნდობის აღდგენისათვის თავგანწირული სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფი ღონისძიების სტარტი მშვიდობის საერთაშორისო დღეს - 21 სექტემბერს დაამთხვიეს.

სახელოვან ალპინისტთა ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ალპინისტი, ევერესტის მწვერვალის პირველი ქართველი დამპყრობი ავთანდილ ცინცაძე უხელმძღვანელებს, ყაზბეგის რაიონის ხდის ხეობიდან «ყუროს ბანაკს» ეწვევა, შარტავას საიდანაც ჟიული მწვერვალს დალაშქრავს და იქ დაამონტაჟებს მემორიალურ დაფას ეროვნული გმირის პორტრეტითა დ წვერვალის სიმაღლის ამსახველი მონაცემით.

25 სექტემბერს ალპინიადის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდაში სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი გახსნის, სტუმრებს ლუდის ხარშვის უძველეს ტექნოლოგიებსა და ტრადიციულ წეს-ჩვეულებათა შესახებ მოუთხრობენ მეცნიერებათა დოქტორები გოგი თოფაძე, ელდარ ნადირაძე, გაკეთდება საინიციატივო ჯგუფის განცხადება - საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შესატანად; სტუმრები საბრძოლო ხელოვნების - „ხრიდოლის“ საჩვენებელ შეჯიბრსაც დაესწრებიან; დღის ბოლოს გაიმართება მონაწილეთა მიღება მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის შალვა კერესელიძისა და პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის ექს-პრეზიდენტის გოგი თოფაძის სახელით.



27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს და ჭეშმარიტი მამულიშვილის გმირულად დაღუპვის დღეს, ალპინიადა-2019-ის მონაწილეები ეროვნული გმირის ჟიული შარტავსი

ალპინიადის ფარგლებში ღონისძიებები ოქტომბერშიც გაგრძელდება - 4 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში დაგეგმილია მიღება და მონაწილეების დაჯილდოება, ხოლო 30 ოქტომბერს დასრულდება ჟიული შარტავას სახელობის ახალი საფოსტო მარკის პრეზენტაციით საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას დარბაზში.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions