„ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს...“

ასეთი სახელწოდებით გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის მიერ იყო ორგანიზებული.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის - „აფხაზეთის“ მიერ მოწოდებული, ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი 112 ფოტო და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მიმართა გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას და აღნიშნა: „აფხაზეთის თემა, ოკუპირებული ტერიტორიების თემა გახლავთ ისეთი თემა, რომლის გარშემო არ უნდა არსებობდეს დაპირისპირება, ეს უნდა იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსის საგანი და აქ მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვინ რა პოზიციაზეც არ უნდა იდგეს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ეს პრობლემა არის ის საერთო პრობლემა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ. სოხუმის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ იყო ის უბედურება, რომელიც თავის დროზე ჩვენს შიგნით დატრიალდა და მისი დაბრუნება, აფხაზეთის დაბრუნება ჩვენი შიგნით გაერთიანებით დაიწყება“.



ბატონმა ჯემალ გამახარიამ ისაუბრა აგრეთვე პროექტის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მნიშვნელობაზე და მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში, კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აღნიშნული პროექტისაგან მოსალოდნელ შედეგებზე გააკეთა აქცენტები, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მიმართულებით.








































































































































 

 

































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions