სამეცნიერო სემინარი - „აფხაზეთი – 1989“

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიიის მიმართულების ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „აფხაზეთი – 1989“.


სემინარი მიეძღვნა სოხუმის ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების 30-ე წლისთავს. მასში, უნივერსიტეტის პროფესურის გარდა, მონაწილეობა მიიღეს 1989 წელს აფხაზეთში განვითარებულ პროცესებში აქტიურად ჩართულმა პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოების ცალკეულმა წარმომადგენლებმა.

 

სემინარი შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მონაწილეებს მიესალმნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი.

 

1989 წელს აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესები გაანალიზეს: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ მგალობლიშვილმა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა სამხედრო კომისარმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ვახტანგ ვეკუამ; სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, პროფესორებმა: ზურაბ პაპასქირმა, ჯუმბერ ხუბუტიამ, თემურ ჩილაჩავამ, ბეჟან ხორავამ, რუსუდან ფიფიამ, ლალი გაბისონიამ, სსუ-ის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ბესიკ ოდიშარიამ და სხვ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მოწვეული სტუმრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.







Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions