აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

21 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.

 

დეპუტატთა მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა.

 

პლენარულმა სხდომამ კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ შევა ძალაში.

 

სესიის მუშაობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.










Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions