საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა\რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ახალი აფხაზეთი - სამართლიანბა“ თავმჯდმარე რაისა ქარაია და აპარატის თანამშრომლები. შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, სასულიერო პირები სიტყვით მიმართა და დალოცა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
კონკურსის მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს დათა გულუას მამამ ბაკურ გულუამ, კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ ბაღათერ არაბულმა და სხვებმა. წაიკითხეს დათა გულუასადმი მიძღვნილი ლექსები და შესაბამის ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა ბექა ზამთარაძე და ვენერა ქალდანი, ხოლო ნომინაცია „პატრიოტული ლექსი“ გაიმარჯვეს თენგიზ ხუციშვილმა და თემურ ჭახნაკიამ, ნომინაციაში „კონკურსის ერთგული“ - გიორგი ბალახაშვილმა და გელა ბუიღლიშვილმა, ხოლო ნომინაცია „აფხაზეთი“ გამარჯვებულად გამოცხადდა ვენერა ქალდანი. ასევე ჯილდოები გადაეცა კონკურსის პრემიების 6 ლაურეატს.