შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა "სამურზაყანო"-ს წევრებთან

საზოგადოებრივი მოძრაობა „სამურზაყანოს“ მესვეურებმა გალის რაიონიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში არჩეულ დეპუტატებს შეხვედრის თხოვნით მიმართეს.

 

შეხვედრა შედგა გაერთიანებული პროფკავშირების სახლში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ და როსტომ შამუგიამ.

საუბარი შეეხო უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების, რეგიონებში განსახლებულ დევნილებთან მიმართებაში კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობას, საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილე ორივე მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია აქტუალურ საკითხებზე შემდგომი სისტემატური საქმიანი შეხვედრები როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე რეგიონებში.








Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions