ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა

 

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, სამეგრელო–ზემო სვანეთში ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის წევრები, ასევე გალის რაიონისა და ქალაქ ზუგდიდის რესურს–ცენტრების მესვეურები.


 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბატონმა ჯემალ გამახარიამ; მან დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა პედაგოგებს და მაღალი შეფასება მისცა თითოეული მათგანის ღვაწლს ქვეყნის წინაშე და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.


საღამოს დასასრულს, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საპატიო სიგელები გადასცა ღვაწლმოსილ პედაგოგებს.







Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions