გაიმართა ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის“ სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ფრაქციის თავმჯდომარე ქ-ნი რაისა ქარაია
სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინფორმაცია უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ, აგრეთვე გაეცვნენ აფხაზეთის მთავრობის რეგიონალურ წარმომადგენლობებში ჩატარებული რეორგანიზაცია–ოპტიმიზაციის შედეგებს, განიხილეს აფხაზეთიდან დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ვითარება.
ფრაქციის წევრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა სამინისტროს 2020 წლის უმთავრეს ამოცანებზე მსჯელობას.
ფრაქციის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წინადადებას, რომ ფრაქციის სხდომაზე განხილულ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე.