ზუგდიდსა და ხურჩაში გამართული შეხვედრები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით 25 დეკემბერს, ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აფხაზეთის საზოგადოებასთან – დევნილი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან წინასაახალწლო შეხვედრა შედგა.


აღნიშნული ღონისძიების ფორმატით წარმოდგენილ იქნა აჭარის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლი „სოხუმში აგავა აყვავებულა“. სპექტაკლი ეძღვნება ქართველებისა და აფხაზების ძმურ ურთიერთობებს. თეატრალური დასი დაკომპლექტებულია ქართველებისა და აფხაზებისგან. სპექტაკლმა დიდი შთაბაჭდილება მოახდინა დარბაზზე და მაყურებლებში მძაფრი ემოცია გამოიწვია. დასის ჩამოყვანა ზუგდიდში უზრუნველყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა.

ზუგდიდსა და ზუგდიდის რეგიონში განსახლებულ სხვადასხვა თაობის დევნილებს და მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ქ. ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია,  სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წევრები.

შეხვედრის დასასრულს საახალწლო საჩუქრები გადაეცა 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს, დევნილი სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს.

მოგვიანებით აფხაზეთის ხელისუფლების წევრები ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში განსახლებულ დევნილებს შეხვდნენ, სადაც მოწვეული იყვნენ პატარა სტუმრები მშობლებთან ერთად ენგურსგაღმა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბაღის აღსაზრდელებმა და გალის სხვადასხვა სოფლიდან გადმოყვანილმა პატარებმა გამართეს მცირე წარმოდგენა სტუმრებთან შესახვედრად. შეხვედრის ფარგლებში საახალწლო საჩუქრები გადაეცათ დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ გოგო-ბიჭებს და ხურჩის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათ აღმზრდელებს, სკოლის კონტინგენტს. შეხვედრა წარიმართა დადებითი ემოციის ფონზე. შეხვედრას მასპინძლობდა ხურჩის საბავშვო ბაღი.
















'






















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions