აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია შეხვდა წარმომადგენლობის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ოკუპირებულ ტეროტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებს კურირებენ და ასევე პედაგოგებს. ბატონმა ჯემალ გამახარიამ ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში შექმნილ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტებზე, რომელთა რეალიზება უკვე დაწყებულია.
ისევე როგორც 24 დეკემბერს ზუგდიდში, აფხაზეთის პედაგოგებთან შეხვედრაზე, მან ამჯერადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ თუკი 5-10 წლის წინ გალის რესურს-ცენტრის მუშაობის ტრადიციული მეთოდები საკმაოდ ეფექტური იყო, დღეს უკვე სრულებითაც არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული მოსახლეობის ასიმილაციის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც, ჯემალ გამახარიას განცხადებით, სულ სხვა მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.