უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ბიუჯეტი დაამტკიცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

სესიის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი იყო.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

მოხსენება და დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა   უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. 2020 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის ვრცელი მიმოხილვით წარსდგა სესიის სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომიტეტის თავმჯდომარე  რუდიკ ცატავა.

 

კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა გვაზავამ.

 

ვრცელი განხილვის შემდგომ ჩატარდა კენჭისყრა, რომელზეც 13 დეპუტატმა 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2020 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს და  სესიამ იგი დაამტკიცა.









"

Печать