შეხვედრები დევნილებთან


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადაოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის  კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა და კომიტეტის აპარატის უფროსი ოთარ ჩარკვიანი მ/წ 22-23 იანვარს მივლინებით იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებთან შესახვედრად.

 

მივლინების პირველი დღე დაეთმო წყალტუბოს ზონაში განსახლებული იგპ-ეთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის  გაცნობას,  შესწავლასა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვას დევნილებთან მჭირდო კომუნიკაციის პირობებში. მონახულებულ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფ. გვიშტიბში დევნილებისათვის მშენებარე 8 მრავალსარულიანი სახლისგან შემდგარი კომპლექსი, რომლის საპროექტო ღირებულება შეადგენს 33,0 მლნ. ლარს და რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მშენებლობას ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. კომპლექსში, გარდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა, გათვალისწინებულია როგორც მისასვლელი და შიდა გზების, ასევე თანამედროვე გარე განათების, ბავშვების სათამაშო მოედნების, სკვერების და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ყოველივე ეს და წყალტუბოს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტის აღორძინება-მშენებლობის პერსპექტივამ  განსაკუთრებული დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ქუთაისსა და წყალტუბოს კომპაქტურ ობიექტებში მცხოვრებ 13000 მეტ დევნილში. რადგანაც ამ პროექტის განხორციელება შესაძლებლობას იძლევა მათი ახლადაშენებულ კომფორტულ ბინებში გადაყვანისა და შესაბამისი კვალიფიციური გადამზადების შემდეგ, მათი გარანტირებული დასაქმებისა, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს დევნილთა საყოფაცხოვრებო და ეკონომიურ მდგომარეობას, რაც ჯერჯერობით  ძალზედ დაბალია.

ასევე შეხვედრები მოეწყო კოპიტნარისა და თერნალის დასახლებებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილიებთან, რის შემდგომაც დაისახა გარკვეული ღონისძიებები მათი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად.

მივლინების მეორე დღე მთლიანად დაეთმო აფხაზეთის სსიპ ,,ბინზნესინკუბატორის“ სამუშაო დანიშნულებისა და სამუშაო პროცესების გაცნობას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა შოთა ხეცურიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილმა აკადემიკოსმა რანი ჭაბუკიანმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ოთარ ბენიძემ, ასევე  მეცნიერმა და საზოგარო მოღვაწემ ჩეხეთიდან  იოზეფ ჩეხმა და ქუთაისის საზოგადოებისათვის სხვა ცნობილმა პიროვნებებმა.

სსიპ ,,ბინზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ დაწვრილებით ისაუბრა საწარმოს განვითარების პერსპექტივების მათეული ხედვაზე. აღინიშნა, რომ აქ ხორციელდება სამი სექტორის - სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორის შერწყმა ბიზნეს მიმართულებების დამუშავების გზით, პროექტების შემუშავება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მისი ხელშეწყობა, სტუმრებმა დაათვალიერეს სსიპ ,,ბინზნესინკუბატორის“ სათაო ოფისი, საწარმოო და სხვა ინფრასტრუქტურული სივრცეები, წარმოებული პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ ,,ბიზნესინკუბატორში“ საზოგადოებრივი სექტორი წარმოდგენილია ასოციაცია ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ სახით, რომლის  მისიებია:


1. ნდობისა და მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია;
2. დევნილებში უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება, ასევე საზოგადოების სხვა მოწყვლადი ნაწილის დასაქმება.



მისია მოიცავს აფხაზი და ოსი პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური ჰუმანიტარული სამედიცინო სერვისების მიწოდების ხელშეწყობაა  ასოციაციის მეშვეობით, რაც საშუალოდ წელიწადში 500 ბენეფიციარს შეადგენს. ამ პერიოდისათვის მკურნალობას გადის აფხაზი ეროვნების ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების 5 ოჯახის წარმომადგენელი, რომლებსაც დათმობილი აქვთ სსიპ ,,ბინზნესინკუბატორის“  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი;  ყოველივე ეს ხორციელდება დევიზით ,,ნდობა ამაღლდა - მშვიდობა შენდება“.

შეხვედრისაა აღინიშნა, რომ სსიპ ,,ბინზნესინკუბატორი“ არ აწარმოებს არანაირ პროდუქციას და არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ის შეიმუშავებს პროექტებს და იჯარით გაცემულ ფართებზე ფურქციუნირებად მეწარმეებს  ხელს უწყობს  ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. ასე მაგალითად, აქ დანერგილია მეორადი პოლიმერული მასალების გადამუშავება და ფართო მოხმარების პროდუქციის გამოშვება და სხვ. სსიპ ,,ბინზნესინკუბატორში“ 15 მოიჯარეა, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა დასახელების ფართო მოხმარების  სამეურნეო პროდუქციას.

შეხვედრის ბოლოს შედგა შემაჯამებელი სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დაყენებულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სსიპ ,,ბინზნესინკუბატორის“ ბაზაზე აფხაზეთის კულტურის ცენტრის მოწყობა, ასევე ჩეხი მეცნიერის მიერ გაჟღერდა იდეა საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის დაფუძნების თაობაზე  ქ. ქუთაისში.

სხდომაზე განხილულ იქნა სსიპ ,,ბინზნესინკუბატორში“ დამუშავებული სხვადასხვა მიმართულებების პროექტები, რომლებიც წარმოადგინეს მათმა ავტორებმა მამუკა ცხვარაძემ, ონისე ზივზივაძემ, ლანა გვენეტაძემ, არჩილ გეგუჩაძემ, კახა ბაკურაძემ და იოზეფ ჩეხმა.

შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და პერსპექტივები დასახეს სსიპ ,,ბინზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადაოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა რუდიკ ცატავამ.





































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions