შეხვედრა პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლებთან


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პედაგოგიური საზოგადოების  წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ უნივერსიტეტების მესვეურები, ღვაწლმოსილი მეცნიერები, დევნილი საჯარო  სკოლების დირექტორები, პედაგოგები, ინოვაციური მოღვაწეობით გამორჩეული ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლები.

 

სტუმრები შერჩეული იყვნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის პრობლემატიკისადმი, კერძოდ, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების, სტუდენტი-ახალგაზრდობის, ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისადმი მაღალი მოქალაქეობრივი, პროფესიონალური და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით;

შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. მან შესავალ სიტყვაში ვრცლად ისაუბრა 2019 წლის აპრილში უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალიწინებული სპიკერატის არჩევნების შემდეგ დასახული ახალი გეგმებისა და იდეების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელდა. „სტრუქტურული გადახალისება მოვახდინეთ ისეთნაირად, რომ ეს  მოვარგეთ იმ გეგმებს, იმ პროექტებს, რომლის განხორციელებაც გადავწყვიტეთ. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ენგურსგაღმა ტერიტორია. ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა ამ ეტაპზე არის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა; ჩვენ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება ვალდებული ვართ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ჩვენთან ერთად თითოელმა თქვენგანმაც; ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს შესანიშნავ სამშვიდობო პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. მტერი და მოყვარე - ყველა აღიარებს, რომ ეს არის საუკეთესო პროგრამა, საუკეთესო პროექტი, რომელიც ოდესმე ყოფილა წამოყენებული ამ 20-25 წლის განმავლობაში. ლოზუნგები შერიგების, ნდობის აღდგენის შესახებ ჩვენ დიდი ხანია გვესმის, მაგრამ მთავარია რეალურად როგორ უნდა მოხდეს ეს. მარტო მოწოდებებით ეს არ მოხდება. ნდობის აღსადგენად და შერიგებისთვის საჭიროა შეხვედრები, ერთობლივი საქმის წარმოება, რაღაც საქმის კეთება ერთობლივად, იქნება ეს განათლების სფეროში, ეკონომიკაში, ვაჭრობაში, მეცნიერებაში, კულტურაში, მაგრამ ნებისმიერ სფეროში ერთობლივი საქმიანობა, ერთობლივი მოღვაწეობა. ამ პროექტმა უნდა შეუწყოს ხელი ამ მიზნის მიღწევას და ჩვენ ვცდილობთ რომ ვიყოთ მასში ჩართულები, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად მეტი ადამიანის მონაწილეობა ენგურსგაღმიდან იმ ქართულ პროექტებში, რომლებიც სწორედ ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ წაიყვანს პროცესს. ჩვენ ვხვდებით საკმაო ინტენსივობით იქიდან ჩამოსულ თანამემამულეებს, ალბათ, თქვენც გყავთ ნაცნობები აფხაზებში და გიწევთ ურთიერთობა, და როცა მათ მოუსმენ, ის განსხვავდება დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციებისაგან, იქ ისეთი არასტაბილური პროცესები მიმდინარეობს, კრიმინალი, კორუფცია და უბედურება, რაც ხელს უწყობს იმას, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები დაფიქრდნენ, თუ რა მოელით მათ ხვალ და ზეგ; დაფიქრდნენ იმაზე - რუსეთი აფხაზებისთვის და აფხაზეთისთვის იღვწის თუ საკუთარი გეგმები ამოძრავებს და ხომ არ დადგა დრო, იფიქრონ საქართველოსთან და ქართველებთან თანამშრომლობაზე; ისე ჩანს, რომ თუ ჩვენც სწორად წავიყვანთ პოლიტიკას, შეიძლება დავაჩქაროთ ნდობის აღდგენა და შერიგება და საქართველოს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება. ეს მთავარი ამოცანა ერთად უნდა მოვაგვაროთ და პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ, როგორც ინტელექტუალურ ელიტას და ველოდებით თქვენგან წინადადებებს, რჩევებს, რეკომენდაციებს, რომელთაც გულისყურით გავეცნობით უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში, აპარატის სტრუქტურებში და მივცემთ მსვლელობას, რათა რეალური შედეგი დადგეს“- მიმართა ბატონმა ჯემალ გამახარიამ სტუმრებს.

შეხვედრაზე გაჟღერდა იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებისათვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივები ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც ცნობილია; კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლების არჩევის თაობაზე საქართველოს პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აგრეთვე აფხაზეთის  დისტანციურად დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებასთან უმაღლესი საბჭოს ონლაინ კონტაქტის თაობაზე  პროექტის რამდენიმე დღეში დაწყების თაობაზე.

პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტს გაეცნენ, რომელზეც  მისმა ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ ისაუბრა, მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსწავლეთა ქართულ ენაზე მიმდინარე დისტანციური სწავლების პროცესში ადგილობრივი მოზარდების, მათი ოჯახების დაინტერესებისა და მასში ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეების აქტიური მონაწილეობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა ოკუპირებული ტერიტორიიდან პიდაპირი ჩართვით მესინჯერიდან იქ მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, რომელმაც მადლიერება გამოხატა უმაღლესი საბჭოს მიმართ აღნიშნული პროექტის რეალიზების გამო, რადგან ეს სიახლე ქართველი ბავშვების გარუსების საშიში ტენდენციის საფრთხეს შეამცირებს.

უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობას მხარი დაუჭირეს და თანამშრომლობისათვის წინადადებები გაუზიარეს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ შონიამ, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შურღულაიამ,  თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ,  აფხაზეთის  N-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ, თბილისის 82-საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მირცხულავამ, გამოცდილმა პედაგოგმა როზა სიგუამ და სხვებმა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერისათვის, საინტერესო იდეების მოწოდებისათვის, რომლებიც ახლო მომავალში უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმებში აისახება. მათი განხორციელება კი ერთობლივი ძალისხმევით მოხდება.


იხილეთ ბმული: http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html









































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions