უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

18 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტების 2021-2024წწ. უმაღლესი საბწოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ;

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2019 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ;

სხდომაზე ასევე მოისმინეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მივლინების შესახებ.

პრეზიდიუმს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.




































































































Печать