აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პროფკავშირის არჩევნები ჩატარდა

29 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა პროფკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ნათია დარსანია. უმაღლესი საბჭოს პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევა 4-წლიანი ვადით მოხდა.

 

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა. მისი განცხადებით აღნიშნული გაერთიანების არსებობა აუცილებელია, რადგანაც ეს არის უმაღლესი საბჭოს წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანი სწორედ გაერთიანების წევრების შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაცვაა.

ამავე დღეს არჩეულ იქნა უმაღლესი საბჭოს პროფკავშირის გამგეობა და სარევიზიო კომისია. 














































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions