Ошибка
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა

6 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს საკითხი „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

სესიის წინაშე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია.



სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.












































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions