აზერბაიჯანის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა
შეეხნენ ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ რეგიონში მშვიდობის დამყარებით დასრულდა.
რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა.
შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საელჩოს პირველი მდივნები სეიმურ ილიასლი და ანარ რასულოვი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.