საუკუნეების მანძილზე გაგვეძლო მრავალი განსაცდელისათვის, შეგვექმნა გამორჩეულად მიმზიდველი, ორიგინალური და მაღალი სულიერებით დატვირთული საკუთარი ისტორია. ამ მაგალითს წარმოადგენს აფხაზთა და ქართველთა ერთობლივი სალოცავი წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესია.
კატეგორიულად ვემიჯნებით რა ამ პრინციპულად მნიშვნელოვან, მაგრამ ამავდროულად სენსიტიურ თემასთან დაკავშირებულ ინსინუაციებს, პოპულისტურ გამონათქვამებსა თუ მოსაზრებებს, მოვუწოდებთ შესაბამისი ვალდებულებებითა და ფუნქციებით აღჭურვილ უწყებებს გონივრულ ვადებში დაადგინოს ჭეშმარიტება და იმ შემთხვევაში, თუ კი დამტკიცდა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მავანმა და მავანმა გამოიჩინა დანაშაულებრივი გულგრილობა თუ განახორციელა ბოროტი განზრახვა, მხილებული იქნეს ერის, ბერისა და ქვეყნის წინაშე და მიეზღოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან დავით გარეჯი არ წარმოადგენს მხოლოდ მიწას და გეოგრაფიულ ტერიტორიას, იგი ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მორწყული სიწმინდეა, ქართული ეროვნული მენტალობის მნიშვნელოვანი სეგმენტია.
ფრაქციის თავმჯდომარე - რ. ქარაია
წევრები: ე. გვაზავა, დ. გვაძაბია, ვ.კაჭარავა, თ.მჟავია, ვ.ყოლბაია