ნინოობა - წმინდა ნინოს ხსენების დღე, საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება - 27 იანვარს და 1 ივნისს. პირველ ივნისი საქართველოში წმინდანის შემოსვლის დღეა, 27 იანვარი - გარდაცვალების.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით, თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე ენგურსგამოღმა საქართველოში, გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს; თითოეულ თანამოქალაქეს, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ეროვნებისა, ასაკისა, გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, უფლის მფარველობას, უხილავი ვირუსის დამარცხებას და რაც მთავარია, გართიანებულ, დემოკრატიული პრინციპებით განმტკიცებულ, პოლიტიკურად და ეკონომიურად სტაბილურ საქართველოში მშვიდობიან ცხოვრებას.
საქართველოს გამაქრისტიანებელი წმინდანის მფარველობა არ მოგკლებოდეს ჩვენს სამშობლოს, თითოეულ ჩვენგანს!