აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას

ჰუმანიტარული დახმარება თებერვლის პირველივე დღეებში რამდენიმე კომპაქტური განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა უკვე მიიღეს.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია აპარატის თანამშრომლებთან ნანა კვარაცხელიასთან, გიორგი შელიასთან და ხვიჩა ქარდავასთან ერთად გლდანი-ნაძალადევის რაიონის ღოღობერიძის ქუჩის N-3-ში და ამავე რაიონის გმირ კურსანტთა ქუჩის მე-5 კორპუსში განსახლებულ დევნილებს ეწვია. ოცდაათ ოჯახს გადაეცა სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები.

 

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის მურმან კვარაცხელიას და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა ორგანიზებით ჰუმანიტარული დახმარება გაეწია გარდაბნის რაიონის ე.წ. სამხედრო დასახლება „პობედას“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ რამდენიმე დევნილს, რომელთა შორის იყვნენ ომის მარტოხელა ვეტერანი, ომში დაღუპულის მეუღლე, სოციალურად დაუცველი ოჯახი და 103 წლის ქალბატონი - ირინა ნარსავიძე. დევნილებს სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა გელა პაპასქუამ ჩაუტანა.

 

საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა თბილისში ჰუმანიტარული ნობათით რამდენიმე მარტოხელა დევნილი პენსიონერი მოინახულა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ მჟავია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ექვს ოჯახს სტუმრობდა თბილისში, რომელთაგან ორი ომის ვეტერანი, დანარჩენი ოთხი კი - სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია.

 

ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის” თავმჯდომარე რაისა ქარაიამ თებერვლის ამ დღეებში  სასურსათო პროდუქტებით ამანათი გადასცა ცხრა ბენეფიციარს; მათ შორის იყო სოციალურად დაუცველი მარტოხელა, ორი მრავალშვილიანი ოჯახი, ხანდაზმული პენსიონერები.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები აღნიშნავენ, ეს მინიმალური ყურადღება შეჭირვებულ ყოფაში მცხოვრები დამსახურებული ადამიანებისათვის არაგადამწყვეტი, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ჰუმანიტარული დახმარების სახით მათ მიმართ გამოხატულ ზრუნვას დაფასებადაც აღიქვამენ და გულახდილ მადლიერებას არ იშურებენ უმაღლესი საბჭოს მიმართ.

 

როგორც ცნობილია, პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი ფონდის „სოციალური სოლიდარობის“ მეშვეობით, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ხელფასებიდან ყოველთვიურად ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.

 

ჰუმანიტარული ამანათების გადაცემისას სრულად არის დაცული კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას

https://youtu.be/o3msQp9bU7M







 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions