სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ  სამუშაო შეხვედრა გამართა უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელ პირებთან.

 

 

საქმიანი შეხვედრის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსთან ზურაბ მებონიასთან ერთად იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი დეპარტამენტების, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატისა და სამსახურების ხელმძღვანელები.

 

შეხვედრაზე თამაზ ხუბუამ უმაღლესი საბჭოს მიერ 2021 წელს  ჩასატარებელ ღონისძიებათა გეგმა დეტალურად მიმოიხილა და მის შესასრულებლად აპარატის ცალკეული სტრუქურის, თითოეული თანამშრომლის მონაწილეობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, უმაღლესი საბჭოს  კომიტეტების აპარატის ხელმძღვანელებს დაევალათ თავიანთი  საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეიმუშავონ სამუშაო გეგმა, რომელიც   უმაღლესი საბჭოს მიერ 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

 

ბატონებმა თამაზ ხუბუამ და ზურაბ მებონიამ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, აპარატის წევრთა აბსოლუტური უმეტესობა - ნაწილი დისტანციურად, უმეტესობა სამსახურში გამოცხადებით, აქტიურად მონაწილეობდა   საკანონმდებლო ორგანოს გამართულ მუშაობაში და წარმატებით ართმევდნენ თავს საკუთარ მოვალეობას. ამასთან,  საკუთარი ხელფასებიდან გაღებული თანხებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილ თანამოქალაქეებს. აღნიშნულის მიუხედავად, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ცალკეულ სიტუაციებში საჭიროა მუშაობის კიდევ უფრო სრულყოფა. გამოითქვა კონკრეტული შენიშვნებიც.

 

საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს  შეხვედრის მონაწილეებს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ოთარ ჩარკვიანმა, უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ, პრესსპიკერმა დალი ჯონჯუამ.

 

თამაზ ხუბუას განცხადებით, მიმდინარე წელს კიდევ უფრო  მიზანმიმართული საქმიანობა მოუწევს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შინ და გარეთ, როგორც პოლიტიკური აქტიურობის, ოკუპანტის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის, ასევე ჩვენი დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად; ყველა აღნიშნული მიმართულებით წარმატების მიღწევა  უმაღლესი საბჭოს აპარატის თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლიან მიდგომას საჭიროებს საკუთარი მოვალეობისადმი.




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions