აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ კოჯორში საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა. გასაბჭოებიდან 70 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოეწერა ხელი. მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა  აღიარეს.

 

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, კრემლს გაუჭირდა ამ რეალობასთან შეგუება და რუსეთის მიერ კვლავ  ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.  დღეს იქნება თუ ხვალ, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც. სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების - პირტიტველა იუნკერების, შემდგომ უკვე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ვაჟკაცების  ხსოვნა არც ერთ ჩვენგანს არ გვაძლევს უფლებას, შევეგუოთ დღევანდელ რეალობას. საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ, საერთაშორისო სასამართლოების სამართლიანი ვერდიქტით - ოკუპანტის მხილებით, ჩვენ უნდა აღვადგინოთ რუსეთის იმპერიული ზრახვებით  ჩატეხილი ხიდი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის და ერთიან საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების  დემოკრატიული პრინციპები ავაღორძინოთ!“



























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions