ერთობლივი კონფერენციის მოსამზადებლად გამართული შეხვედრა

დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეთა პრობლემებზე იმსჯელეს დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამაზ ხუბუასთან.

 

უმაღლეს საბჭოს  საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნაპოლეონ მილორავა სტუმრობდა.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა უმაღლესი საბჭოს სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის დევნილ საზოგადოებაში არსებულ ხიდჩატეხილობისა და გაუცხოვების პრობლემის დაძლევას, აქტიურ ურთიერთობას თანამოქალაქეებთან, მათ მხარდაჭერას,  ზრუნვას დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები  ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე არსებული   სირთულეების დასაძლევად. მხარეებმა გაცვალეს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

იმსჯელეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების პოლიტიკური და სოციალური დაცვის აქტუალურ საკითხებზე, ამ მიმართულებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფის ძირითად მახასიათებლებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვის დასაწყისში ზემოთ აღნიშნულ თემას მიეძღვნება ერთობლივი კონფერენცია დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ზურაბ მენონიამ და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაიამ.






















































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions