თამაზ ხუბუა თბილისის სოციალური კვლევების სკოლას სტუმრობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა თბილისის სოციალური კვლევების სკოლას სტუმრობდა.

 

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გიორგი არზიანთან, სოციალური კვლევების სკოლის წარმომადგენლებთან ნანა შამათავასთან და ირაკლი მიქიანთან მსჯელობა კონკრეტულ სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობებზე გაიმართა. სოციალური კვლევების სკოლის მესვეურები მათი ორგანიზაციის ინიციატივებით დაინტერესების გამო, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიმართ კმაყოფილებას გამოხატავენ. შეხვედრაში მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია. დევნილთათვის პრიორიტეტული ინტერესებისა და მათი სოციალური მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით ორივე მხრიდან საინტერესო წინადადებები გამოითქვა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ბიბლიოთეკას ბატონმა თამაზ ხუბუამ საჩუქრად აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული წიგნები გადასცა.










Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions