ჯემალ გამახარია მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთის საკითხებზე დროებითი საპარლამენტო კომისიის მოწვევას

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიის სხდომაზე, ვრცელი მოხსენებით წარსდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახლედიანი.


მინისტრი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებულ არა ერთ საკითხს და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებზეც ისაუბრა.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამხარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ადა მარშანიამ და ვახტანგ ყოლბაიამ.

 

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებსა და მოწვეულთ სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ საგანგაშო მომენტებზე. ამასთან, ითხოვა დროებითი საპარლამენტო კომისიის სპეციალური სხდომის უახლოეს მომავალში მოწვევა.

 

(იხილეთ ვიდეო https://youtu.be/TG41m9x37MY )

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions