29 მარტი წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) ხსენების დღეა

დღეს, 29 მარტს, ქართული ეკლესია, სრულიად საქართველო პატივს მიაგებს გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ქართული ეკლესიის წმინდანისა და საქართველოს ეროვნული გმირის წმინდა აღმსარებელ ამბროსის (ხელაია) ხსოვნას.

 

წმინდა აღმსარებელი ამბროსის მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლდათ ბრძოლა აფხაზეთისთვის, საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში სოხუმის ეპარქიის შენარჩუნებისთვის. ამ უთანასწორო ბრძოლაში მან წარმატებას მიაღწია. ამიტომაც არის განსაკუთრებით ძვირფასი და მახლობელი ამბროსი ხელაიას წმინდა სახელი. როგორც ბრწყინვალე მეცნიერი და პუბლიცისტი, პეტერბურგისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებში ის დასაბუთებულად იცავდა საქართველოს ინტერესებს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ გამახარია წმინდა აღმსარებლის ამბროსი ხელაიას მოღვაწობის შესახებ. იხილეთ https://youtu.be/lYYoANuwgXw

 

 

ამბროსი ხელაიას პუბლიცისტური და სამეცნიერო შრომები აფხაზეთის შესახებ

 

-სამურზაყანოელის ხმა (1899წ.);

 

 

-პასუხი ბ-ნ მაჭავარიანს (1899);

 

-სტატიის შესახებ „ხმა სოხუმიდან“ (1906წ.);

 

-ჩანაწერი სოხუმის ეპისკოპოს ყოვლადსამღვდელო ანდრიას მოღვაწეობის შესახებ (1912წ.);

 

-სასურველია თუ არა ილორის ეკლესიის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება? (1913წ);

 

-ილორის ტაძრის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთების შესახებ (1913წ.);

 

-სოხუმის ეპარქიის შესახებ (1916წ);

 

-პასუხი ყოვლადსამღვდელო სერგის (1916წ);

 

-სოხუმის ეპარქიიდან (1916წ);

 

-სოხუმელი საქმოსნები (1917წ);

 

-ილორის ბედი (1918წ.);

 

-საქართველოს ისტორიული საზღვარი შავი ზღვის მხრით (1918წ);

 

-ბედია და ბედიის ტაძარი (1920წ.)

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions