უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

31 მარტს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; და 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.



































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions