ჯემალ გამახარია სოხუმელი ავტორის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი პოეტის ნინო მირცხულავას წიგნის „მე სოხუმელი ვარ“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებას  აფხაზეთის ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე მოწვეულთა შორის იყვნენ  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

საღამოზე წაიკითხეს ქალბატონ ნინო მირცხულავას ლექსები, მოისმინეს  უცხოეთში მყოფი დევნილების ჩანაწერები, სადაც ისინი პოეტი ქალბატონის ლექსებს კითხულობდნენ.

 

თბილი და ტკივილნარევი საღამო განსაკუთრებული ემოციით აავსო ცნობილი მომღერლის სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ სოხუმზე, რომლის ტექსტიც და მუსიკაც ნინო მირცხულავას ეკუთვნის.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა პოეტს და აღნიშნა, რომ ძალზედ შთამბეჭდავია ნინო მირცხულავას შემოქმედება. მისი თქმით, ასეთი შინაარსის წიგნებს, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გაქვავებული გულების გალღობა, შერიგება, აფხაზეთის დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა. ჯემალ გამახარიამ თანადგომა აღუთქვა ქალბატონ ნინო მირცხულავას და წარმატებები უსურვა მას.












Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions