საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების ყოველწლიურ მოსმენას პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ

დღეს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების დაწყებამდე დეპუტატებს თხოვნით მიმართა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 7 აპრილს, შემოვლითი გზით მდინარე ენგურზე გადმოსვლისას ტრაგიკულად დაღუპულთა - თამუნა ცატავას,  ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას, თამაზ ბასლანძის და სამაჩაბლოელი დათა ვანიშვილის ხსოვნისათვის.

 

სხდომაზე მიწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველი პირები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ.

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.







Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions