პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

13 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთი საქართველოა“ - საერთაშორისო კონფერენციის შესახებ და COVID-19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით საპრევენციო ღონისძიებების შესახებ.

პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გეოპოლიტიკისა და გეოისტორიის კავკასიის საერთაშორისო კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გურამ მარხულიამ. მან მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას კონფერენციაში მონაწილეობისთვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა აღუთქვა.

COVID-19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით პრეზიდიუმის წინაშე მოხსენებით წარსდგა სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა. მან ყურადღება გაამახვილა ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გატარების აუცილებლობაზე და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა. მოხსენება ცნობად იქნა მიღებული.

პრეზიდიუმის სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. 

















































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions