ჯემალ გამახარია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ 5 დღიანი კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილებას

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ამა წლის 25 მარტის წერილობითი მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისადმი მთლიანად დაკმაყოფილებულია - მიღებულია რისკიანი, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ჩვენი მოქალაქეების 2021 წლის 19 აპრილიდან ხუთდღიანი კარანტინისაგან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსულ ადამიანებს, კარანტინის ნაცვლად, ჩაუტარდებათ ანტიგენ-ტესტით ტესტირება, ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა ნებაყოფლობით ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

 

 

ამასთან დაკავშირებით, მადლობას მოვახსენებთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს. მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსული პანდემიის დამარცხების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და აუცილებლად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მხოლოდ ამ გზით ავიცილებთ თავიდან საშინელი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხეს, მხოლოდ ამ გზით დაბრუნდება ცხოვრების ნორმალური რითმი. გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო, ხუთდღიანი კარანტინისაგან  განთავისუფლებას და გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions