აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს გასართობ კომპლექს ”კოპალაში” უმასპინძლეს

 

 

8 ივნისს წყნეთის გასართობ კომპლექს ”კოპალაში” თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ვაკის ფილიალის ხელმძღვანელობის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, სადაც რამდენიმე სათით ბავშვებს დაუთმეს  ბოულინგის დარბაზი, კარაოკე და სხვა გასართობი ატრაქციონები.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ ახალგაზრდებს სწავლის დამთავრება მიულოცა და ”კოპალას” წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადაუხადა ლამაზი დღესასწაულის მოწყობისთვის. ვაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფილიალის გამგემ ქალბატონმა მარიკა ზედელაშვილმა აღნიშნა, რომ  ასეთი ყურადღება ძალიან სასიხარულო და შთამბეჭდავია ბავშვებისთვის და მათი სიხარულის გაზიარებისთვის ელგუჯა გვაზავას მადლობა გადაუხადა.

 

 

Печать