დღეს სულთმოფენობის დიდი ქრისტიანული საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს სულიწმიდის მადლი იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი მოეხდინათ სასწაულები, ექადაგათ ქრისტიანობა სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში, განეკურნათ სნეულნი და ა.შ. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება. სულიწმინდის მოფენა ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს იხილეს მისმა მოწაფეებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველას სულთმოფენობის დიდ დღესასწაულს, გისურვებთ რწმენაში განმტკიცებას, რათა მიზანმიმართული შრომით, განათლებით, პატრიოტული სულისკვეთებით, სულიწმიდის მადლითა და შეწევნით, თითოეულმა ჩვენგანმა ღირსეულად შეძლოს საქართველოს გაერთიანების უმნიშვნელოვანეს გზაზე საკუთარი წილი აგურის დადება.