23 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ ერთობლივი სხდომა გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალედო სამოქმედო გეგმის შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შესახებ.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.
სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიში წარიმართა.