აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს სამივე ფრაქციის - ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა,” ”მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის," ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” და დამოუკიდებელი დეპუტატის, ზურაბ ჯგუბურიას მხარდაჭერით, კომიტეტის თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურა ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.